თეგი: სასწრაფო დახმარება

ჯანდაცვის სამინისტროში, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მოთხოვნების განხილვისთვის შეხვედრა დაინიშნა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლების აქციის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ 16:00 საათზე სამედიცინო პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელსა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლობის მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრაზე მხარეები პოზიციების დაახლოებას შეეცდებიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ.

გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ის მოთხოვნები, რაც დასაქმებულებს აქვთ და სამინისტროს წარმომადგენლებისგან ალტერნატიული შეთავაზებები მოისმინეს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება. „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯანდაცვის სამინისტროში, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მოთხოვნების განხილვისთვის შეხვედრა დაინიშნა 7 ივნისს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ.